საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა
სებ-ის ცნობით, 7 იანვრისთვის ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა.
1 აშშ დოლარი ხვალ 3.3001 ლარი ეღირება. დღევანდელი ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი 3.3074 ლარი ღირდა.
რაც შეეხება ეროვნული ვალუტის კურსს ევროსთან მიმრთებაში, გაუფასურდა. 1 ევრო ხვალ 4.0713 ლარი ეღირება. ძველი კურსით 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 4.0625 ლარი იყო.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 7 იანვრისთვის ამოქმედდება.