ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საშობაო მსახურებას პატრიარქი ილია მეორე აღავლენს

საშობაო მსახურებას რომელსაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აღავლენს. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, პანდემიის გამო, 7 იანვარს „ალილო” სახეცვლილად ჩატარდება. კერძოდ კი, არ მოეწყობა მსვლელობა, თუმცა, სამღვდელოება მოსახლეობას და ბავშვებს მანქანებიდან კმევით, გალობით და ნაკურთხი წყლის სხურებით მიულოცავს შობას.

„საშობაო მსახურება დაიწყება ოთხშაბათს, საღამოს 23:00 საათზე, რომელსაც აღასრულებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საშობაო მსახურება 6 იანვარს, 23:00 საათზე დაიწყება.

 

იტვირთბა....