ქართველი ექიმი, გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში ჯანმოს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს საშუალებით საზოგადოებას პანდემიის პირობებში მისალმების სხვადასხვა გზებზე ესაუბრება.
ამასთან, აღნიშნულ ვიდეოში ექიმი დასძენს, რომ მას კრეატივი ძალიან მოსწონს და არ ეთაკილება მისალმების სხვადასხვა საშუალების საზოგადოებისთვის ჩვენება.
“მე არ ვარ ექიმი, რომელიც პაციენტს უყურებს ზევიდან, მიღწევებით ელაპარაკება და რაღაც მაგდაგვარი. არანაირად არ მეთაკილება ამ რაღაცეების ჩვენება თქვენთვის, პირიქით ყველაფერი კრეატივი ძალიან მომწონს. კოვიდინფექციამდე ხომ ვიცით ჩვენ როგორ ვიყავით, გადავკოცნიდით ერთმანეთს და ასე ვესალმებოდით, ეს რეალობა კოვიდმა სხვა მისალმებით შეცვალა. ახლა უკვე ბევრმა შეცვალა ეს მისალმება და ახლა მუშტებით, ზოგჯერ იდაყვის მირტყმით ვესალმებით ერთმანეთს. მარამ საქმე რაშია იცით, აი, ამ მისალმების დროსაც ხომ ჩვენ მაინც ახლოს მივდივართ ადამიანთან და რაღაცნაირად ისევ ირღვევა ეს დისტანციის პრინციპი. ნუ, რათქმაუნდა ესეც კარგი გზებია, მაგრამ შეგვიძლია ჩვენ მაინც კარგი ალტერნატივების მოძებნა. და მე ახალ გაჩვენებთ ამ სხვა ალტერნატივებს, თან ვუყურებ ჯანმოს მიერ გავრცელებულ ვიდეოს. ერთი ასეთი ალტერნატივა საკთრივ ხელის დაქნევა, მგონი არაფერია ამასში დარღვევა. მეორე ეს არის ხელის მოთავსება გულზე. მესამე შეიძლება იყოს “ნამასტე” – არაუშავს მერე რა რომ საქართველოში ხარ… ძალიან მშვენიერი გზაა რომ მიესალმო ვიღაცას… ” – აცხადებს ექიმი ვიდეომიმართვაში.
იხ: ვიდეო: