ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
ექიმი აღნიშნული პოსტით საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ კორონავირუსისგან თავის დაცვის მიზნით რეკომენდაციები მაქსიმალურად დაიცვან.
,,ვირუსებს სჭირდებათ მასპინძელი გამრავლებისთვის და მუტაციისთვის! ნუ გახდები ვირუსისთვის მასპინძელი!!! ატარე ნიღაბი! დაიცავი დისტანცია! ხშირად დაიბანე ხელები! მაქსიმალურად მოერიდე ცუდად განიავებად შენობაში სხვებთან ერთად ყოფნას!”, – წერს კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში.