წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ხანძრის ოთხი ახალი კერა გაჩნდა.
“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, ცეცხლი ბალახის საფარს და ბუჩქებს სოფელ ჩუნეში, მაღლაკში, ზარათსა და რიონში უკიდია. ხანძარი თითქმის ლიკვიდირებულია სოფელ ჩუნეშში.
მათი ცნობით, ჯამში ცეცხლი 50 ჰექტარი ფართობზეა გავრცელებული. წყალტუბოს მერის ინფორმაციით, ყველა ლოკაციაზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.
ცეცხლის ქრობას ხელს ქარი უშლის. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე ხანძრის დასახლებულ პუნქტში გავრცელების საფრთხე არ არსებობს.