aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ეგვიპტეში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 4 პოლიციელი დაიღუპა.

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ბიბისის” ინფორმაციით ეგვიპტეში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 4 პოლიციელი დაიღუპა.  გამოცემა  ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ შემთხვევა ქაიროდან 35 კილომეტრში მდებარე საკარაში მოხდა.
უცნობი პირები პოლიციის ბლოკპოსტს მოტოციკლით მიუახლოვდნენ და სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შემდეგაც ადგილიდან მიიმალნენ.
როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, თავდამსხმელთა დაკავების ოპერაცია უკვე დაიწყო. ადგილზე იმყოფებიან პოლიციის თანამშრომლები.

იტვირთბა....