ჟურნალისტი, ირინე არდაშელია სოციალურ ქსელში გალში გაჩენილი ხანძრის შესახებ წერს.
ჟურნალისტი “ფეისბუქ” პოსტში აღნიშნავს, რომ მძიმე საყურებელია, როდესაც ომისგან განადგურებული, ფერფლიდან ორჯერ აღდგენილი სახლ -კარი, ისევ იწვის.
„უმძიმესია ამის ყურება… ომისგან განადგურებული, ფერფლიდან ორჯერ აღდგენილი სახლ-კარი, ისევ იწვის… სიდა, ბარღები, რეფი, ხუმუშკური… და ქარი ისევ ძლიერია, სახანძრო მანქანები არის, წყალი არა… რუსული ვერტმფრენი ჯერ არ ჩანს…“ – წერს ჟურნალისტი ირინე არდაშელი