ქართველი ექიმი, ანა ქავთარაძე სოციალურ ქსელში კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გავცელებულ დეზინფორმაციის შესახებ წერს.
როგორც ექიმი თავის პოსტში დასძენს, მოქალაქეები, რომლებიც სპეციალისტების მიერ დაწესებულ რეკომენდაციბს უგულვებელყოფენ, შემდეგ რეანიმაციაში იმ ექიმებისგან ითხოვენ დახმარებას, რომლებსაც გამუდმებით წყევლიან.
„სერიოზული მობილიზება შეინიშნება ანტივაქსერების! იმდენი დეზინფორმაცია დუღს უკვე, პასუხის გაცემაც შეუძლებელია!
წარმომიდგენია, თუ გვეღირსა ის, დალოცვილი, რა ამბავი ატყდება! მოკლედ, პანდემიის დასწყისშიც ვწერდი, ახლაც დავწერ- შეგიძლიათ სია შეადგინოთ, ვისაც არ გსურთ ვაქცინაცია, არამხოლოდ კოვიდის, არამედ, საერთოდ!
შემდეგ კი, წარუდგინეთ სახელმწიფოს, რომ დაავადების შემთხვევაში უარს აცხადებთ სახელმწიფოს მიერ დახმარების აღმოჩენაზეც! რომ არ გესაჭიროებათ ექიმი, კლინიკა და წამალი!
არ გადაგვაყოლეს თავიანთ მითებს და ლეგენდებს?! ნიღაბი თქვენ არ გინდათ, დისტანცია თქვენ არ გინდათ, ვაქცინა თქვენ არ გინდათ?! არ გინდათ და ნუ გინდათ! მერე რეანიმაციაში, მომაკვდავებს ხომ გინდათ შველა? ის ექიმებიც ხომ გინდათ, დღეს რომ წყევლით, ცილს სწამებთ და მიწაში დებთ?!
ჩამოყალიბდით, რა გინდათ საერთოდ!“, – წერს ანი ქავთარაძე ფეისბუქში.