ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

თურქეთი საკუთარ მოქალაქეებს ურჩევს რუსეთში ჩასვლისგან თავი შეიკავონ

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს ურჩევს, რუსეთში ჩასვლისგან დროებით თავი შეიკავონ.
უწყების ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება იმ სირთულეების გამო მიიღეს, რომელიც ბოლო დღეებში თურქ ბიზნესმენებსა და ტურისტებს რუსეთში შეექმნათ.
შეგახსენებთ, ურთიერთობა რუსეთ-თურქეთს შორის მას შემდეგ დაიძაბა, რაც თურქულმა ავიაციამ რუსული “სუ-24” ჩამოაგდო.

იტვირთბა....