ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მირჩევნია, ისევ დახეული ფეხსაცმელი მეცვას, ვიდრე ეგ ფული ამომეღო” – ბიჭი, რომელმაც ფულით სავსე საფულე პატრონს დაუბრუნა

“მირჩევნია, ისევ დახეული ფეხსაცმელები მეცვას, ვიდრე ეგ ფული ამეღო; ერთ რამეზე დამწყდა გული…” – 22 წლის თორნიკე ნინიკაშვილმა “სითი მოლთან” ფულით სავსე საფულე იპოვა და პატრონს დაუბრუნა.

მიუხედავად იმისა, რომ მას ფინანსური პრობლემები აქვს, თანხის აღება არც კი უფიქრია. თორნიკე ილიას უნივერსიტეტში სწავლობს. იმის გამო, რომ თანხის გადახდა ვეღარ შეძლო, სტატუსის შეჩერება მოუწია. ახლა თორნიკე “გლოვოს” კურიერად მუშაობს და ფულს აგროვებს, რომ სწავლის გაგრძელება ისევ შეძლოს.

“სამუშაო დღე იყო, შეკვეთადავტოვე მომხმარებელთან და რესტორანში შემდეგი შეკვეთისთვის მივდიოდი. დავინახე საფულე ეგდო, გავხსენი, შიგნით დიდი რაოდენობით ფული და პირადობა იდო, “ფეისბუკზე” პატრონის ძებნა დავიწყე, მალევე გამომეხმაურა და ენით ვერ აღგიწერთ, ისეთი გახარებული იყო, გადამეხვია და ოჯახში სტუმრადაც დამპატიჟა. ხალხის მხრიდან კი ძალიან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ამ ყველაფერს და ძალიან მიხარია. გულდასაწყვეტი ის არის, რომ იყო ფეიკ ზარებიც, რომ თითქოს ეს ფული მათ ეკუთვნოდა. მერჩივნა, ისევ ის დახეული ფეხსაცმელი მცმოდა, ვიდრე ეგ ფული ამომეღო და საფულე გადამეგდო” – აღნიშნა თორნიკე ნინიკაშვილმა.

იტვირთბა....