ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ბრალდებულის ძმის ცოლს სასიყვარულო sms–ებს სწერდა” – რა გახდა ხელვაჩაურში მკვლელობის მიზეზი

ხელვაჩაურში, ე.წ ოცნების ქალაქში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

მკველობაში ბრალდებულის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მოკლული ბრალდებული მამულაძის ძმის ცოლს სასიყვარულო sms–ებს წერდა, რაც დაპირისპირების მიზეზი გახდა.

ოჯახის წევრები “მთავარ არხთან” აცხადებენ, რომ მამულაძეები ბოლქვაძესთან დასალაპარალებლად მივიდნენ, ხოლო გიორგი ბოლქვაძე მეგობრებთან და ნათესავებთან ერთად მამულაძეებს თავს დაესხა და ამის შემდეგ მამულაძემ ცივი იარაღი გამოიყენა.

“ამ ჩემს რძალს საერთოდ არც იცნობს, წავიდა სასიყვარულო მესიჯების წერა, ვიცი სახლში მარტო ხარო, შენი დედამთილ–მამამთილი სად დადისო…

მერე შემოვიდა და ჩემს ქმარს უთხრა, ვისაც მწერს, ვერ გამოვდივარ ოთახიდან, მეშინიაო, რომ წავიდნენ მოლაპარაკებებზე ამ მკვდარმა აიღო და გაუგლიჯა თავი, იმენა დედას აგინებდნენ ჩემს შვილს”, – ამბობს ბრალდებულის დედა მზიური მჟავანაძე.

ცნობისთვის, ე.წ „ოცნების ქალაქში“ 44 წლის მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში მიაყენეს, ხოლო 27 წლის მამაკაცი მუცლის არეში მძიმედ დაჭრეს. ინციდენტს სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა წინ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტებზე გამოძება სსკ-ის 108-ე და 117-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....