“მნიშვნელოვანია ის, რომ პატრიოტთა ალიანსის რუსული შემადგენელი არ შემოვიდა პარლამენტში და მე-10 მოწვევის პარლამენტი იქნება ისეთი, სადაც არც ერთი ღიად პროროსული პარტია არ იქნება წარმოდგენილი. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს და საქართველოს პარლამენტში არ უნდა ვიხილოთ არც ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც არიან ღიად ანტიდასავლურები.”
ირაკლი კობახიძე – უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი
ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პატრიოტთა ალიანსის სიით პარლამენტში 4 დეპუტატის შესვლასთან დაკავშირებით განაცხადა.
ცნობისთვის, „პატრიოტთა ალიანსის” სამი წევრის – ფრიდონ ინჯიას, დავით ზილფიმიანის და გელა მიქაძის უფლებამოსილების საკითხზე პარლამენტმა რიგგარეშე სესიაზე იმსჯელა და მხარი ერთხმად დაუჭირა.
ცნობისთვის, “პატრიოტთა ალიანსის” სამ დეპუტატს ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს პარლამენტის სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდათ.