პორტუგალიელი ექიმი, სონია ასევედო, 41 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც ცნობილი ხდება, მან კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილი Pfizer-ის წარმოების ვაქცინა მიიღო, რის შემდეგაც 48 საათში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ორი შვილის დედას, რომელიც პორტოს ონკოლოგიის ინსტიტუტში, პედიატრად მუშაობდა, არ აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები და არც ვაქცინის მიღების შემდეგ უგრძვნია ე.წ „გვერდითი ეფექტი“.
„მას გაუკეთეს კოვიდ 19-ის ვაქცინა, თუმცა არანაირი სიმპტომი არ ჰქონია. არ ვიცი რა მოხდა. პასუხები მჭირდება. მინდა გავიგო, რამ გამოიწვია ჩემი ქალიშვილის გარდაცვალება“, – განუცხადა ჟურნალისტებს სონიას მამამ.
გავრცელებული ინფორმაციით, სიკვდილის მიზეზის დასადგენად ასევედოს სხეულს აუტოფსია ჩაუტარდება. ინფორმაციისთვის, პორტუგალიაში კოვიდ19-ით სულ 431 623 ადამიანია ინფიცირებული, რომელთაგან 7196-მა სიცოცხლე ფატალურად დაასრულა, ხოლო 344 000 გამოჯანმრთელდა.