aviabiletebi
მთავარი ციტატა

“ცნობილია კორონავირუსის 4 მუტაცია, ბრიტანულ ვირუსთან კი არის სხვადასხვა მოსაზრება”- ივანე ჩხაიძე

“დღეისათვის ცნობილია კორონავირუსის 4 მუტაცია, რომელმაც გამოიწვია გარკვეული ცვლილება, მაგრამ ყველა ეს ცვლილება ძირითადად ეხება გადამდებობას. ბრიტანულ ვირუსთან არის სხვადასხვა მოსაზრება, 40-დან 70%-მდე არის უფრო მეტად გადამდები ვიდრე, ჩვეულებრივი კორონავირუსი. დღეისათვის ჩატარებული კვლევებით დიახ, აღნიშნული მუტაცია უფრო მეტად გადამდებია, მაგრამ ფაქტი, რომ ის არის უფრო მეტად მძიმე მიმდინარეობის, ჯერჯერობით არ ფიქსირდება.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ივანე ჩხაიძე – იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი

ამის შესახებ ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა.

შეგახსენებთ, 4 იანვარს საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულია 50 წლის პირი, რომელიც საქართველოში სხვა ქვეყნიდან შემოვიდა, თუმცა მას დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორია არ აქვს.

იტვირთბა....