“ხშირად მეკითხებიან თუ რა წამალი და რა ვიტამინი შეიძლება მივიღოთო. ყველაზე კარგი წამალი არის დადებითი ემოციები! ეს არის წამალი, რომელსაც ვერ იყიდით აფთიაქში, ექიმიც ვერ გამოგიწერთ, მარტო თქვენ შეგიძლიათ ამის გაკეთება. არ თქვათ, რომ არ შეგიძლიათ, მე ძალიან ბევრი ადამიანი მინახავს, რომელიც ნამდვილად ძალიან ღარიბია და გაჭირვებაში ცხოვრობს, მაგრამ მაინც პოზიტიურ განწყობას ავრცელებს, მე ეს მაქვს ნანახი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.”
გიორგი ფხაკაძე – ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი
ამის შესახებ ფხაკაძემ “ლაივ ჩართვის” დროს განაცხადა.