მკვლელობა მოხდა მარტვილის რაიონში. მეზობლებს შორის შელაპარაკება სუფრიდან დაიწყო. თვითმხილველების ინფორმაციით, 65 წლის კაცმა თანასოფლელებს სანადირო თოფიდან ესროლა. 42 წლის მამუკა სიგუა ადგილზე გარდაიცვალა, კახაბერ ჩხეტია კი მძიმედ დაიჭრა.
“მეტრონომი” შსს-ს პრესამსამსახურს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ დანაშაული გახსნილია, დაკავებულია ერთი პირი, გამოძიება კი სისხლის სამართლის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.