ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც, ერთი ადამიანის სიცოცხლე დაიღუპა, ორი კი დაშავდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს „ოპელისა“ და „მერსედესის“ მარკის ავტომობილები შეეჯახა.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ლაგოდეხის ,,არქიმედეს“ კლინიკაში გადაიყვანა. ავტოავარიის სავარაუდო მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.
ადგილზე პოლიცია და ექპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.