ახალი ამბები მედია მთავარი სამართალი

რაზე ესაუბრა სუსი ჟურნალისტ გელა მთიულიშვილს დაკითხვაზე?

“კახეთის საინფორმაციო  ცენტრის” ხელმძღვანელი გელა მთიულიშვილი უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე იყო დაბარებული. ჟურნალისტის დაკითხვაზე დაბარება გადაცემა “არჩევანში” მის მიერ გაკეთებული განცხადებამ გამოიწვია.

გადაცემაში მისი საუბარი შეეხებოდა პანკისის ხეობიდან სირიაში ახალგაზრდების წასვლას, ასევე დავით ბორჩაშვილის დაკავებას, რომელსაც ტერორიზმის ბრალდება წაუყენეს.

“აინტერესებდათ, რა ვიცოდი  ამ საქმესთან დაკავშირებით. მე ვუთხარი, რომ დავით ბორჩაშვილის საქმეზე საერთოდ არ ვარ ნამუშევარი”. – განუცხადა გელა მთიულიშვილმა ჟურნალისტებს.

 

იტვირთბა....