მთავარი ციტატა

“პრემიერმა აღნიშნა, რომ ქვეყანას შეზღუდვების გამკაცრება მოუწევს”- ბიძინა კულუმბეგოვი

 “ვაქცინის ეფექტი ბრიტანეთში ჯერ ვერ იქნება. პოპულაციის იმუნიტეტის ფორმულირებისთვის მოსახლეობის ნახევარზე მეტი უნდა გყავდეს აცრილი და 20 პროცენტს გადატანილი უნდა ჰქონდეს ვირუსი. გუშინ „ბიბისის“ ერთ-ერთ თოქშოუში სტუმრად მყოფმა ბრიტანეთის პრემიერმა  ბორის ჯონსონმა აღნიშნა, რომ ქვეყანას შეზღუდვების გამკაცრება მოუწევს. მისი თქმით, ვაქცინაციის ეფექტურობის ნახვა ალბათ გაზაფხულის ბოლოს და ზაფხულის დასაწყისში იქნება შესაძლებელი.”

ბიძინა კულუმბეგოვი – ალერგოლოგ-იმუნოლოგი

აღნიშნულით კულუმბეგოვი ბრიტანეთში არსებულ ეპიდვითარებას გამოეხმაურა, სადაც ვაქცინაციის მიუხედავად ინფიიცრების მაჩვენებელი უფრო და უფრი იზრდება. 

მსოფლიოში პირველად ვაქცინაცია დიდ ბრიტანეთში დაიწყო, მათ არჩევანი „ფაიზერ/ბიონტეკის“ ვაქცინაზე შეჩერდა. თუმცა, 4 იანვრიდან ქვეყანაში მოქალაქეების აცრა  „ასტრაზენეკას“ ვაქცინით გააგრძელეს. 

იტვირთბა....