ახალი ამბები მთავარი სამართალი

როგორია ე.წ ოცნების ქალაქში დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა

მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც ხელვაჩაურში ე.წ ოცნების ქალაქში ცივი იარაღით დაჭრეს,  სტაბილურად მძიმეა.

მამაკაცი კლინიკა „მედინაში“  რეანიმაციულ განყოფილებაში არის მოთავსებული. როგორც კლინიკაში აცხადებენ, 27 წლის მამაკაცს ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული და მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

ცნობისთვის, გვიან ღამით ე.წ „ოცნების ქალაქში“ 44 წლის მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში მიაყენეს, ხოლო 27 წლის მამაკაცი მუცლის არეში მძიმედ დაჭრეს. ინციდენტს სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა წინ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტებზე გამოძება სსკ-ის 108-ე და 117-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....