ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“შურისძიება მინდოდა, უბრალოდ ამას მარტო ვერ შევძლებდი… ვფიქრობდი დამეხრჩო, მომეკლა” – რაზე საუბრობს სარიშვილი

პოლიტიკოს ირინა სარიშვილისა და გია ჭანტურიას ოჯახის შესახებ ბევრი გსმენიათ… 3 დეკემბერი სარიშვილისთვის, ყველაზე ტრაგიკული დღეა, რადგან ამ დროს სიყვარული დაკარგა. სწიორედ 3 დეკემბერს, 3 დეკემბერს, უცნობმა პირებმა, საკუთარ სახლთან, ათეულობით მოწმის თვალწინ მანქანაში ჩაცხრილეს ჭანტურია. ეს საქმე იმდროინდელმა ხელისუფლებამ „ტერაქტად“ მონათლა.

ირინა მას იხსენებს, როგორც ხალისიან, მზრუნველ ადამიანს და ამბობს, რომ ბავშვები ძალიან უყვარდა. მიუხედავად განსხვავებული აზროვენბისა წყვილი ჰარმონიულად ცხოვრობდა, მათ ერთად 7 წელი გაატარეს, სანამ გიას სიკვდილი არ მოუსწრაფეს.

„ყველაფერი იმით დაიწყო, რომ გიაზე გაზეთ „მოამბესა“ და „კომუნისტში“ არასწორი ინფორმაცია გაჟღერდა. ამაზე გავმწარდი წერილი დავწერე და გავაგზავნე გაზეთ „კომუნისტში“. შემდგე თანამშრიმელბს მოვუყევი, რომლებიც გიას იცნობდნენ და მითხრეს რომ გამაცნობდნენ. წამიყვანეს მასთან, არ ვიცი რატომ მაგრამ იმ დღეს განსაკუთრებულად გამოვიპრანჭე….

ჩვენ 7 წელი ვიყავით ერთად, მიუხედავად განსხვავებული აზრებისა დაძაბული ურთიერთობა არასდროს გვქონია. თუნდაც ის რომ თავად ძალიან ეკლესიური იყო მე კიდევ არაეკლესიური ესეც არ იყო დაძაბულობის მიზეზი.

თუმცა, მოხდა ისე რომ გიამ მალევე დამტოვა….

გიას მკვლელობა მაშინდელი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რუსული სახელმწიფოს გეგმის ნაწილია.

ვინც აღასრულა საქართველოს ტერიტორიაზე ეს დავალება მათზე შურისძიება მინდოდა…

თავიდან გავიგე, რომ იგორ გიორგაძის ბრალეულობა იყო, თუმცა არასწორი იყო ეს ინფორმაცია და მას საჯაროდ ბოდიშიც მოვუხადე მსგავსი ბრალდებისთვის.

ამის შემდექ მქონდა ინფორმაცია, თუ ვინ იყო დამნაშავე ამ საქმეში.

ერთ-ერთი გარდაცვლილი შოთა კვირაიაა. მისი ბრალეულობა ჯაბა იოსელიანთან ერთად იკვეთება…

მინდოდა შურისძიება, უბრალოდ ამას მარტო ვერ შევძლებდი… ვფიქრობდი ნებისმიერ ფორმაზე, დამეხრჩო მომეკლა, მაგრამ როდის ამომივარდა გულიდან ამის გაკეთების სურვილი არ მახსოვს.

არადა ადამიანს, ვერ პატიობ იმ სიბოროტეს რაც გაგიკეთა, უბრალოდ არ უშავებ არაფერს ესაა მნიშვნელოვანი“ – ამბობს სარიშვილი.

წყარო: “დაიჯესტი”

 

იტვირთბა....