ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სირიაში საქართველოს 50-მდე მოქალაქე იმყოფება

“დღეისათვის დაახლოებით საქართველოს 50-მდე მოქალაქეა სირიაში” – განაცხადა სახელმწიფო  უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, ლევან იზორიამ გადაცემა “პოლიტიკაში”.

“სტრატეგიაა შემუშავებული, რომ ჩვენს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე გამკაცრდეს კონტროლი. შესაბამისი ღონისძიებები უკვე დაწყებულია და ტექნიკურად მოხდება ამის უზრუნველყოფა, რათა მოხერხდეს გარკვეული პიროვნების იდენტიფიცირება. ბუნებრივია, ეს ტერიტორიები საფრთხის წყაროს წარმოადგენს. ჩვენ ყველანაირ ღონეს მივმართავთ იმისთვის, რომ ჩვენი შესაძლებლობები არა მხოლოდ “ოფიციალური საზღვრის” პერიმეტრში იქნას მაქსიმალურად გამოყენებული, არამედ ჩვენს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზეც მოხდეს კონტროლის გაძლიერება”, – განაცხადა ლევან იზორიამ.

იტვირთბა....