ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“მეხუთე რაუნდი დაგვანახებს, რა პერსპექტივა აქვს საერთოდ ამ მოლაპარაკებებს” – ჩიხლაძე ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებებზე

“ოპოზიციასაც და ფასილიტატორებსაც მზაობა აქვთ, რომ მორიგი რაუნდი იანვარში შედგეს და ის იმედოვნებს, რომ კრიზისის მოგვარების აუცილებლობას გააცნობიერებს ხელისუფლებაც,” – აღნიშნული განცხადება  “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა, სერგო ჩიხლაძემ ხელისუფლებისა და ოპოზიციის მე-5 რაუნდის მოლაპარაკების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, მთავარია მოლაპარაკებისი გაგრძელება.

“ერთ რაუნდში არ გვაქვს იმედი, რომ ყველაფერი მოგვარდება, მაგრამ მთავარია, რომ გაგრძელდეს მოლაპარაკებები და მეხუთე რაუნდი დაგვანახებს, რა პერსპექტივა აქვს საერთოდ ამ მოლაპარაკებებს,” – აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.

შეგახსენებთ, ხელისუფლებასა და ოპოზიურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მიმდინარეობს.

 

იტვირთბა....