რუსული პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინური კორპორაცია China Railway კოდორის ხეობამდე ჩქაროსნულ ავტომაგისტრალს როგორც ირკვევა, შესაბამის შეთანხმებას მოსკოვში მოეწერა ხელი. პროექტის თანახმად,აღნიშნული ჩინური კომპანია პროექტს რუსულ კომპანია “რეგიონულ პროექტებთან” ერთად განახორციელებს. უახლოესი ერთი წლის განმავლობაში დაგეგმილია კონტრაქტების დადება ოჩამჩირეში საზღვაო პორტის, ყაბარდო-ბალყარეთის ქალაქ ბაქსანში კი აეროპორტის მშენებლობის შესახებ.
საბოლოო შეფასებით, პროექტების ჯამური ღირებულება 2,7 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს.
გადაუმოწმებელი ინფორმაციით, შეთანხმების ხელმოწერას ოკუპირებული აფხაზეთის დელეგაცია ესწრებოდა. როგორც დე-ფაქტო ვიცე-პრეზიდენტმა ვიტალი გაბნიამ განაცხადა, “სოხუმის სამხედრო გზის პროექტის რეანიმირება ე.წ. ქვეყნის ეკონომიკის მდგრად ზრდას გამოიწვევს”.