ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ახალგაზრდა მამაკაცმა ახალი წლის წინა ღამეს თავი პირდაპირ ეთერში მოიკლა

რუსეთში, მამაკაცმა ახალი წლის წინა ღამეს თავი პირდაპირ ეთერში მოიკლა. როგორც რუსული მედია იუწყება, შემთხვევა ნოვოსიბირსკში მოხდა.

31 დეკემბერს დილის 4 საათზე მამაკაცმა საკუთარ სახლში ფეისბუქის ლაივსტრიმი ჩართო. ახლო კადრით აღებულ კამერაში კარგად ჩანდა როგორ ემზადებოდა მამაკაცი თვითმკვლელობისთვის და როგორ განახორციელა ის. პირდაპირი ეთერი 22 წუთს გრძელდებოდა. მამაკაცი სავარაუდოდ მარტო იყო და ის არავის შეუჩერებია. თუმცა მისი თვითმკვლელობის მოწმე მისი ყველა გამომწერი გახდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, შემთხვევის მიზეზები და სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს გამოძიება.

იტვირთბა....