მომღერალი, დათო ხუჯაძე გამოცემა “ფანთაიმთან” საუბრისას ბაავშვობის წლეებს იხსენებს.
როგორც მომღერალი გამოცემასთან საუბრისას დასძენ, ის იმ ცხოვრებას დაუბრუნდა, სადაც ყველა კეთილი, გალაღებული და მხიარული იყო.
“ბავშვობაში ვოცნებობდი… მინდოდა, სულ სცენაზე ვყოფილიყავი. მომღერლობით კი ეს ოცნება ავისრულე…
ჩემი ცელქობის გამო… ცელქი ვიყავი, ყველაფერს ვაფუჭებდი, მათ შორის სათამაშოებს. სკოლაში ვჩხუბობდი. კლასელმა ტვინის შერყევა მიიღო ჩემს გამო, ხელიც მოვტეხე…
ბავშვობიდან „მოვიპარავდი“… იმ ცხოვრებას, როდესაც ყველა კეთილი იყო. ბავშვობაში სოფელში ბებია-ბაბუასთან ჩასულს სრულიად სხვა ხალხი გხვდებოდა – გალაღებული, მხიარული, კეთილი. ამის ნაკლებობას განვიცდი. მინდა, ქუჩაში სულ მხიარულ და მომღიმარ სახეებს ვხედავდე.
ადგილი, რომელიც ბავშვობაში ყველაზე მეტად მიყვარდა… სოფელი. დღემდე მაქვს იქ სახლი – ოკრიბაში, გელათის გვერდით. იქ ჩასვლა დღემდე მიყვარს. თუ მაქვს დრო, სოფელში 4-5 დღით მაინც ჩავდივარ და სულ რაღაცას ვაკეთებ – ვარემონტებ, ვაშენებ, ვამატებ. ახლა იქ არავინ ცხოვრობს და მინდა, რომ სახლი შევინარჩუნო.
ჩემი საყვარელი წიგნი… სიმართლე გითხრათ, კითხვაზე არ ვგიჟდებოდი. უფრო მეტად ბიოლოგია და ანატომია მიზიდავდა და ასეთი შინაარსის წიგნებს ვკითხულობდი.
ჩემი საყვარელი გმირი იყო… დათა თუთაშხია. მისი ფრაზები დღემდე აქტუალურია.
ჩემი საყვარელი ზღაპარი იყო… ჩემს ბავშვობაში უფრო რუსული ზღაპრები იყო, რომლებიც ძალიან მომწონდა – ივანუშკა დურაჩოკი, ბაბა-იაგა… მაშინ კარგ საბავშვო ფილმებსაც იღებდნენ, რომლებშიც საუკეთესო მსახიობები თამაშობდნენ. დღეს კი ნაკლებადაა ასეთი ფილმები.
ჩემი საყვარელი მულტფილმი იყო… ქართული მულტფილმები მიყვარდა, მათ შორის, „ჩხიკვთა ქორწილი“, „წუნა და წრუწუნა“. ასევე – რუსული „აბა დამაცადე“.
ბავშვობის სიყვარული… საბავშვო ბაღში მყავდა პირველი სიყვარული – მაია თოდუა. როგორც მახსოვს, მასაც ვუყვარდი. სიყვარული მაშინ რა იყო? ვაწვალებდი…
„შატალოს“ გახსენებაზე… შატალოზე ხშირად დავდიოდით. მაშინ ფუნიკულიორზე საბაგირო არ მუშაობდა და კიბეზე ფეხით ავდიოდით და ჩამოვდიოდით.
მეგობრებთან ერთად… ვსვამდით ხოლმე. მაშინ ომი იყო და არანაირი გასართობი არ არსებობდა. მოვიპარავდით სადმე არაყს, ვიყიდდით ერთ ფენოვან ხაჭაპურს, ბაღში დავსხდებოდით, ხაჭაპურს 5-6 კაცზე გავყოფდით და ვაყოლებდით სასმელს. მახსოვს ჩექმებში ჩატანებული შარვლებით დავდიოდით, ვითომ ჩვენც გვარდიელები ვიყავით… მარაზმში ვცხოვრობდით“, -ამბობს „ფანთაიმთან“ საუბრისას ხუჯაძე.