დღეიდან 15 იანვრვრის ჩათვლით საქართველოში უქმე დღეები გამოცხადდა. – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
მათივე ინფორმაციით, საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის ეს პერიოდი დასვენების დღეებად გამოცხადდება, ხოლო კერძო სექტორისთვის 3-დან 15 იანვრამდე უქმეების გამოცხადება ნებაყოფლობითია.
აქვე შეგახსენებთ, რომ სავაჭრო მოლებმა და სხვა ობიექტებმა მუშაობა 19:00 საათიდან უკვე შეაჩერეს.