ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში, კორონავირუსის 417 ახალი შემთხვებვა გამოვლინდა

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 417 ახალი შემთხვებვა გამოვლინდა. – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისევე განმარტებით, გასული დღე ღამის განმავლობაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 469 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 220 442-მდე.

ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ 19-ისგან გარდაიცვალა 31 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 603 პირი ემსხვერპლა.

 

იტვირთბა....