ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ფრთხილად ვიყოთ, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა დიდ სკანდალში არ გაგვხვიოს” – ასტროლოგი

“ფრთხილად ვიყოთ, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა დიდ სკანდალში არ გაგვხვიოს,” – აცხადებს ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი, რომელმაც ჯერ კიდევ საპრეზიდენტო კანდიდატ „მდედრ თევზ“ სალომე ზურაბიშვილს გაპრეზიდენტება უწინასწარმეტყველა.

ქვეყნის მთავარი ასტროლოგი ქალბატონ პრეზიდენტს უფრო დაკვირვებული განცხადებების გაკეთებას ურჩევს და აცხადებს, რომ მან შეიძლება ისეთი საიდუმლო გათქვას, რამაც ქვეყანას პრობლემები შეუქმნას.

“მიაქციოს ყურადღება, რას ამბობს. შეიძლება, ისეთი ინფორმაცია გათქვას, რომელიც კრიტიკის საბაბი გახდება. ეს მას საერთოდ ახასიათებს, მაგრამ წელს ეს მისი მთავარი ცდუნება იქნება. შვიდჯერ გაზომოს და შემდეგ გაჭრას, სანამ რაიმეს იტყვის, ეს ჩემი მეგობრული რჩევაა. მთლიანობაში თევზებს კარგი წელი აქვთ და დრაკონსაც. ამდენად, მისთვის წელიწადი ცუდი არ იქნება, მაგრამ არც გადასარევი“, – აცხადებს ცაგარელი.

წყარო: 2020news.ge

იტვირთბა....