ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როდემდე შენარჩუნდება თბილი ამინდები საქართველოში – გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 იანვრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +16, +21 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +8, +13 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

უნალექო ამინდი იქნება თბილისშიც. ჰაერის ტემპერატურა 2 იანვარს დღის საათებში +11, +13 გრადუსია მოსალოდნელი.

იტვირთბა....