ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ასეთი პირბადით ინფექციას გაავრცელებთ” – კულუმბეგოვი საზოგადოებას მიმართავს

ალერგოლოგ-იმუნლოგი ბიძინა კულუმბეგოვი განცხადებას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ რეკომენდებული არც ე.წ. „ხუფიანი პირბადეა“. იგი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ პირბადე 3-4 საათში უნდა გამოიცვალოს. ამის შესახებ მან სატელევიზიო ინტერვიუს დროს განაცხადა.

„ეს არ არის ნიღაბი, რომელიც საზოგადეობაში უნდა ატარონ ადამიანებმა. ასეთი პირბადეები უნდა გამოიყენონ ექიმებმა, რომლებიც უვლიან კორონავირუსიან ავადმყოფებს, ფილტრის საშუალებით ამოსუნქთული ჰაერი გარეთ თავისუფლად გადის, მაგრამ შიგნით არ შემოაქვს, ანუ ფილტრაციას უკეთებს. ესეიგი, მე თუ ვიქნები ინფიცირებული და მას გამოვიყენებ ჯანმრთელ საზოგადოებაში, გავაფრქვევ ვირუსს. ეს ნიღაბი უნდა გამოვიყენოთ, მხოლოდ საავადმყოფოში, სადაც ვიცით, რომ უკვე ისედაც კოვიდინფიცირებულებთან გვაქვს შეხება. რატომღაც ეს სარქველიანი პირბადე ითვლება მოდურად. არადა, არ არის საჭირო ეს ძვირიანი პირბადე. ასეთი ნიღბის ტარებით ადამიანი შეიძლება, ინფექციის გავრცელების წყარო გახდეს.

ვერ დავეთანხმები ორმაგი ნიღბის გამოყენებას, ეს სასურველი არ არის, თუმცა აუცილებელია ითქვას, რომ პირბადე 3-4 საათში ერთხელ უნდა გამოიცვალოს. მაგრამ ეს მატერიალურ ხარჯთან არის დაკავშირებული და ბევრ ოჯახს ამის შესაძლებლობა არ აქვს. ასეთ დროს, ალბათ, ჯობია ოჯახმა ნაჭრის პირბადეები გამოიყენოს და ის ყოველდღიურად გარეცხოს. ალტერნატივად ეს შეიძლება განვიხილოთ.

მარტო ფარის გამოყენებას აზრი არ აქვს. ფარის გამოყენებას აზრი მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ადამიანს პირბადეც უკეთია. სხვა შემთხვევაში, მხოლოდ ფარი დამცველობას ვერ უზრუნველყოფს“, – აცხადებს კულუმბეგოვი.

იტვირთბა....