ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ტრაგედია კაჭრეთში: ახალ წელს, ავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში ავარია მოხდა, რის შედეგადაც ორი არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა. გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა, ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა.

როგორც ,,პრაიმტაიმი” იუწყება, ორივე გარდაცვლილი მეთერთმეტე კლასის მოსწავლეა.

შემთხვევის შედეგად, მძიმედ დაშავდნენ 25 წლამდე ასაკის მამაკაცი და კიდევ ერთი არასრულწლოვანი გოგონა. სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, დაშავებულები გურჯაანის ჯეოჰოსპიტალში გადაიყვანა.

საავადმყოფოს დირექტორის, გელა ორველაშვილის ინფორმაციით, ორივე პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.

იტვირთბა....