ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ზესტაფონში, აფეთქების შედეგად დედა-შვილი დაიღუპა – შსს

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ საზანოში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა.

აღნიშნული შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა.

აფეთქების შედეგად 83 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 55 წლამდე მამაკაცი კი, კლინიკაში მიყვანიდან რამდენიმე საათში.

ამასთან, ინციდენტის შედეგად ოჯახის კიდევ ერთი წევრი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ოპერაცია ჩაუტარდა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

იტვირთბა....