ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ჯანმომ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა საგანგებო გამოყენებისთვის რეკომენდებული პრეპარატების სიაში შეიყვანა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საგანგებო გამოყენებისთვის რეკომენდებული პრეპარატების სიაში შეიყვანა. – ამის შესახებ  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ Comirnaty-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საგანგებო გამოყენებისთვის რეკომენდებული პრეპარატების სიაში შეიყვანა. Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა პირველი ვაქცინა გახდა, რომელმაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო ავტორიზაცია მიიღო,” – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, დასკვნამ ცხადყო, რომ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა უსაფრთხოებისა და ეფექტურობის სავალდებულო კრიტერიუმებს შეესაბამება.

ცნობისთვის, 21 დეკემბერს ევროკომისიამ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა ევროკავშირის ბაზარზე დაუშვა.

იტვირთბა....