ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჩინეთში კორონავირუსის Sinopharm-ის ვაქცინა დაამტკიცეს

ჩინეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო Sinopharm-ის ვაქცინა დაამტკიცეს. ვაქცინის გამოცდის მესამე კლინიკური ფაზის შედეგებზე დაყრდნობით ცნობილია, რომ ის  79.34%-ით ეფექტიანია.

ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის წარმომადგენლის თანახმად ვაქცინა მოსახლეობისთვის უფასო იქნება.

ჩინეთი გეგმავს ადგილობრივი წარმოების ვაქცინით თებერვლამდე 50 მილიონი ადამიანი აცრას.

ცნობისთვის, Sinopharm-ის ვაქცინა Pfizer/BioNTech-ის და Moderna-ს ვაქცინებზე ნაკლებად ეფექტიანია. ამ ვაქცინების ეფექტიანობა 95%-ია. რუსული ვაქცინა Sputnik V-ი, მისი მწარმოებლის, გამალეას ინსტიტუტის თანახმად91%-ით ეფექტიანია.

იტვირთბა....