კომუნიკაციების კომისიამ მართლმადიდებელ “მშობელთა კავშირის” მოთხოვნა დააკმაყოფილა და ჩემი ცოლის დაქალაქების დღის ბადეში გაშვების გამო “ფორმულა” დააჯარიმა. ჯერჯერობით ჯარიმის ოდენობა უცნობია.
როგორც კომისიაში აცხადებენ, ტელეკომპანიამ მაუწყებლობის შესახებ კანონი დაარღვია. კერძოდ, სერიალში შეურაცხმყოფელი ლექსიკაა გამოყენებული და დღის ეთერში გავიდა, გარდა ამისა, მათივე თქმით, სერიალს არ აქვს ასაკობრივი ნიშანდება.
კომისიის თავმჯდომარის კახა ბექაურის თქმით, ჯარიმაზე მსუბუქი სანქციის გამოყენება არ შეუძლიათ, რაც შეეხება ჯარიმას, ის მინიმალური იქნება.
საჩივრის ავტორია გიორგი ყიფიანი, რომელსაც საფუძვლად მოჰყავს ახლადამოქმედებული “ბავშვის უფლებათა კოდექსი” და ამტკიცებს, რომ “ჩცდ-ს თითქმის ყველა სერია შეიცავს შეურაცმყოფელ ლექსიკასა და გინებას”.
ფორმულას გენერალური დირექტორი, ზუკა გუმბარიძე აღნიშნულ გადაწყვეტილებას მედიის ცენზურად მიიჩნევს და ამბობს, რომ შესაძლოა, ჩცდ-ს შემდეგ სხვა გადაცემებიც შეზღუდონ.