ახალი ამბები მსოფლიო

რუსეთი გერმანიაში გაზის ექსპორტის გაზრდას გეგმავს

რუსეთი გეგმავს გერმანიაში გაზის საექსპორტო მილსადენის  „ჩრდილოეთის ნაკადის“ მასშტაბი გაზარდოს. ინფორმაციას როიტერი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ევროპული კომპანიების ნაწილმა სექტემბერში „გაზპრომთან“ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი,“ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენის გაზრდის შესახებ, რომელმაც უკრაინაზე უნდა გაიაროს.

25 ნოემბერს, კი „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ შეწყვეტს უკრაინისთვის გაზის მიწოდებას.

რუსეთის ამ ქმედებას ევროკავშირის წევრი 10 ქვეყანა ეწინააღმდეგება და ამ გადაწყვეტილებას ევროზონის საზიანო ნაბიჯად აფასებს.

ამ მიზნით, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა გამოაქვეყნეს წერილი, სადაც მოითხოვეს საკითხის შესახებ დისკუსიის მოწყობა.

მოსკოვსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ დაიძაბა.

 

 

 

 

იტვირთბა....