ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“რა აზრი აქვს პროპორციულზე შეთანხმებას, თუ ვადამდელ არჩევნებზე არ შევთანხმდებით?” – ჯაფარიძე

“ლელოს” გენერალური მდივანის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მათი და ქართული ოცნების დამოკიდებულებები პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით ერთმანეთის მსგავსია.

მისივე თქმით, ახლა მთავარი ამოცანა ვადამდელ არჩევნებზე შეთანხმებაა.

“ვთანხმდებით იმაზე, რომ ის, ანუ ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს შეცვლილი კომისიების დაყოვნების პრინციპით, როდესაც უკვე ოპოზიციური პარტიები იქნებიან კომისიებში წარმოდგენილი პარიტეტულად. ასევე, შეთანხმებული ვართ იმ ტექნოლოგიურ გაუმჯობესებაზე და იმ აუცილებელ ნაბიჯებზე, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ კარუსელების შესაძლებლობები დავიყვანოთ მინიმუმამდე. ასევე, ის, რომ ჩაყრა ბიულეტენების, გამოვრიცხოთ. ანუ, ასეთ ნაბიჯებზე ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ერთმანეთთან მე ვიტყოდი, მაგრამ, ეს ყველაფერი კარგავს ფასს, თუკი ჩვენ ვერ ვთანხმდებით ვადამდელი არჩევნების თარიღზე […]

რაღა აზრი აქვს ვადამდელი არჩევნების სრულად პროპორციულობაზე შეთანხმებას, თუკი ჩვენ ახლავე არა გვაქვს პოლიტიკური განრიგი შეთანხმებული, როდის ჩატარდება ეს ვადამდელი არჩევნები?! ეს არის ახლა მთავარი ამოცანა”, — განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

იტვირთბა....