ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ახალი კვლევით, უხანში ვირუსით 500 000-მდე ადამიანი იყო დაავადებული

ჩინეთის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრმა ახალი კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც უხანში სხვადასხვა ეტაპზე მოსახლეობის თითქმის 5% დაავადდა.

ქალაქ უხანის მოსახლეობა 11 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რაც იმას ნიშნავს, კვლევის თანახმად,  ვირუსით თითქმის 500 000 ადამიანი დაავადდა.

აღსანიშნავია, რომ ეს რიცხვი ოფიციალურ მონაცემებს თითქმის 10-ჯერ აღემატება.

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ქალაქში დაავადებულთა რიცხვმა 50 354-ს მიაღწია, ქვეყანაში კი სულ 87 027-ს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ჩინეთი უსიმპტომურ შემთხვევებს სტატისტიკაში არ ასახავს.

ცნობისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში ჯერ კიდევ 2029 წლის დეკემბერში დაფიქსირდა. სწორედ, უხანის პროვინციას განიხილავენ ვირუსის სამშობლოდ. მსოფლიოს ლიდერები კორონავირუსის გავრცელებაში სწორედ ჩინეთის მთავრობას ადანაშაულებდნენ. აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჩინეთში გამოძიების ჩატარებასაც მოითხოვდა.

ჩინეთის დადანაშაულება მას შემდეგ დაიწყო, რაც აპრილში აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა თეთრ სახლს გასაიდუმლოებული დასკვნა წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, ჩინეთი მალავდა თავის ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბებს, მათ შორის ვირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობებს.

იტვირთბა....