ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

თურქეთში ბოლო 24 საათში “კოვიდ-19“-ის 15 805 შემთხვევა გამოვლინდა

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში “კოვიდ-19“-ის 15 805 შემთხვევა გამოვლინდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში გარდაიცვალა 253 კოვიდინფიცირებული.

ჯამში ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირების ორი მილიონ 178 ათასზე მეტი შემთხვევა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი, 20 388-ს შეადგენს.

ამასთან, ვირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 21 005-ით გაიზარდა და ჯამში ორი მილიონ 58 ათასს გადააჭარბა.

იტვირთბა....