ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“დენს “დავასუბსიდირებთ” იქნებოდა სწორი გამოთქმა, თუ გახარია თავის ჯიბიდან გადაიხდიდა ფულს”- არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ელექტროენერგიასა და წყალმომარაგებაზე ტარიფების ზრდას ეხმიანება.

გამხარდიას თქმით, მთავრობში მხრიდან სუბსიდირება არის პროცესი, როდესაც ხელისუფლება მარჯვენა ჯიბიდან მოქალაქეებს ფულს პარავს.

“დენს “დავასუბსიდირებთ” იქნებოდა სწორი გამოთქმა, თუ გახარია თავის ჯიბიდან გადაიხდიდა ფულს. სხვა შემთხვევაში, “სუბსიდირება” არის პროცესი, როდესაც ხელისუფლება მარჯვენა ჯიბიდან გვპარავს. მაგალითად 100 ლარს და დიდი ზარ-ზეიმით ვთქვათ, 15 ლარს მარცხენა ჯიბეში ჩასადებად გვიწვდის. ისევ თავისუფლად სუნთქავ ერო ჩემო?”- წერს არჩილ გამზარდია.

ცნობისთვის, ელექტროენერგიასა და წყალმომარაგებაზე ტარიფი გაძვირდა. პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ელექტროენერგიის ტარიფის ზრდას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მთავრობა ელექტროენერგიაზე გაზრდილ ტარიფს სრულად დაუსუფსიდირებს იმ ოჯახზე, რომელთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგია 300 კილოვატზე ნაკლები იქნება.

 

 

იტვირთბა....