საქართველოში კორონავირუსით 25 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2443-ს შეადგენს.
ქვეყნის მასშტაბით, ბოლო 24 საათში 13 451 ტესტი ჩატარდა, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 012 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 638 პირი.
28 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 41 პაციენტი გარდაიცვალა.