გავრცელდა ფოტო, სადაც მანქანების საცობი ჩანს. ფოტო კი გადაღებულია გლდანში, ე.წ. კომენდანტის საათის დაწყების შემდეგ.
ფოტო დაახლოებით 21:10 წუთზეა გადაღებული.
„რა ხდება ამ წუთებში გლდანის ხიდზე. კომენდანტის საათი დაწყებულია“,- წერია ფოტოს აღწერაში.
მთავრობის გადაწყვეტილებით, საღამოს 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათი მოქმედებს. გადაადგილება დაშვებულია მხოლოდ მათის, ვისაც სპეციალური საშვი აქვს აღებული.
ფაქტის ამსახველი ფოტოები „დაიჯესტს“ მიაწოდეს.