თეოლოგი ბასილ კობახიძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:
“აქტიურად, ენერგიულად და სულიერი მოშურნეობით ქადაგებენ ვაქცინა სატანურია და მასში ჩიპიაო, როგორც მამაოები ასევე დედაოები. წალეკილია სოციალური ქსელები მაგათი მოძღვრებით. ვირუსის ახალი შტამი შემოდის და საპატრიარქო ამ ბნელ ქადაგებებზე კრინტს არ სძრავს. სამაგიეროდ, ერთი დაიწრიპინა მამა თეოდორე გიგნაძემ ვირუსი საშიშია, ვაქცინა კი არაო და ეკლესია მას ყოველდღიურად, მეთოდურად აშინებს. ამ დროს კი, მოსაყდრე შიო, ისე არ იწყებს სამებაში წირვას თუ ღვთისმსახურების დაწყების წინ კორონავირუსულ ინფექციაზე ტესტირება ჩაუტარდათ მღვდლებს და სტიქაროსნებს და უარყოფითი პასუხები არ დაუდასტურდათ…” – წერს ბასილ კობახიძე.