ექიმ გიორგი ღოღობერიძის თქმით, კოვიდინფიცირებულმა პაციენტებმა თავი უნდა აარიდონ ექსპერიმენტების ჩატარებას საკუთარ თავზე. მისივე თქმით, ადამიანებმა ანტიბიოტიკების თვითნებურად მიღებით, შესაძლოა, საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაიმძიმონ. ექიმი განმარტავს, რომ ანტიბიოტიკების მიღება, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში შეიძლება. ამის შესახებ მან ,დღის კურიერში” განაცხადა.
,,როცა ადამიანი სვამს ანტიბიოტიკს, ამის ფონზე წარმოიქმნება ნაწლავური მავნე ბაქტერიები, რომლებიც იწვევენ ფაღარათს. ფაღარათის ფონზე ადამიანს მარტივად შეიძლება დაეწყოს გამოშრობა, რაც არის ერთ-ერთი მძლავრი რისკ-ფაქტორი, რის გამოც შეიძლება ადამიანს დაემართოს თრომბოზი. ეს არის ჯაჭვი, ანტიბიოტიკი-ფაღარათი-თრომბოზი. აქედან გამომდინარე, ადამიანმა სრულიად უნებლიედ, შესაძლოა, თვითონ დაიმძიმოს მდგომარეობა, არაფრის გამო.
რა შემთხვევაში უნდა მიიღოს ადამიანმა ანტიბიოტიკი, თუ აქვს მაღალი ცხელება, 38/5 ტემპერატურის ზემოთ, სვამს სიცხის დამწევს და მდგომარეობა არ ემორჩილება, გარდა ამისა, თუ ჩატარებული სისხლის ანალიზის მიხედვით, აშკარად არის ბაქტერიისთვის დამახასიათებელი ნიშნები, ცერიაქტიული მაჩვენებელი აქვს 20-ზე ზევით და ვერ უკავშირდება ექიმს, მაშინ შეუძლია დაიწყოს ანტიბიოტიკის მიღება,” – განაცხადა გიორგი ღოღობერიძემ.