საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩის თანამდებობაზეა წარდგენილი-განუცხადა “მეტრონომს- საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა მარინე ნარჩემაშვილმა.ყოფილი ელჩი რევაზ გაჩეჩილაძე კი დიპლომატიურ სამსახურში გააგრძელებს მუშაობას.
“მეტრონომი“: თამარ ბერუჩაშვილი დიდ ბრიტანეთში ელჩად ინიშნება?
მარინე ნარჩემაშვილი: კი ამ ინფორმაციას გიდასტურებთ, თამარ ბერუჩაშვილი წარდგენილი გახლავთ ,
– ანუ ჯერ არ დანიშნულა?
მარინე ნარჩემაშვილი: არა ჯერ არ დანიშნულა უბრალოდ წარდგენილია.
– ამჟამინდელი ელჩი ბრიტანეთში რევაზ გაჩეჩლაძე სად გააგრძელებს მოღვაწეობას?
– ბატონი რევაზ გაჩეჩილაძე გააგრძელებს დიპლომატიურ სამსახურში მუშაობას.