ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ქ-ნ თეა წულუკიანს პარლამენტში უთქვამს, სახალხო დამცველი არ გვყავსო” – ნინო ლომჯარიას პასუხი

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია განცხადებას ავრცელებს, რომლითაც პარლამენტის გა­ნათ­ლე­ბი­სა და კულ­ტუ­რის კო­მი­ტე­ტის თავმჯდომარეს, თეა წულუკიანს პასუხობს.

,,იმის გამო, რომ სახალხო დამცველს ამნისტიის კანონპროექტის შემუშავების პროცესში მონაწილეობა არ მიუღია, ქ-ნ თეა წულუკიანს პარლამენტში უთქვამს, სახალხო დამცველი არ გვყავსო. შეიძლება განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს არა აქვს ინფორმაცია სახალხო დამცველის მანდატზე და ადამიანის უფლებების სტანდარტებზე, ამიტომ განვმარტავ, რომ:

ამნისტია პოლიტიკური აქტია. ადამიანის უფლებათა სამართლიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი ვერ იტყვის, თუ რომელ მუხლს უნდა შეეხოს ამნისტია, რადგან, კიდევ ერთხელ, ამნისტია არის პოლიტიკური აქტი! ქალბატონი თეა თავად შეეხო პირობით ვადამდე გათავისუფლების პრობლემურობის საკითხი. ნამდვილად, წლების განმავლობაში ეს ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა! აღნიშნულს არაერთი ანგარიში თუ რეკომენდაცია მივუძღვენით, რომლებიც გადაეგზავნა როგორც იუსტიციის სამინისტროს, ასევე პარლამენტს, თუმცა, “პატიმრებზე მზრუნველი” მინისტრის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ სთავაზობს და მოუწოდებს პარლამენტის ცალკეულ წევრებს, პოლიტიკური განცხადებების კეთების ნაცვლად, მოიძიონ ჩვენ მიერ წარდგენილი ანგარიშები, რომელიც თავისუფლების აღკვეთის ადგილებში პირთა უფლებრივ მდგომარეობას შეეხება და საპარლამენტო ფორმატებში აქტიურად განიხილონ!”, – აღნიშნულია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისათვის, განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ სახალხო დამცველი მწვავედ გააკრიტიკა და განაცხადა, ქვეყანას სახალხო დამცველი არ ჰყავს. 

 

იტვირთბა....