ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმში, კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ბათუმში, ლუკა ასათიანისა და ბესიკის ქუჩების კვეთაზე, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები მუშაობდნენ.

ცეცხლი ცხრასართულიანი კორპუსის მეექვსე სართულზე გაჩნდა.

როგორც „აჭარის ტელევიზიას“ მეზობლებმა უთხრეს, ხანძრის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა, ბინა წლების განმავლობაში დაკეტილი იყო და იქ არავინ ცხოვრობდა.

დამწვარია მხოლოდ ერთი ოთახი.

ფოტო: ajaratv.ge

იტვირთბა....