ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ელენე ხოშტარიასთან თანამშრომლობა ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია და ამაზე აუცილებლად ვიფიქრებ” – ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე  ელენე ხოშტარიას მიერ „ევროპული საქართველოს“ დატოვების საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის ელენე ხოშტარიას აუცილებლად შეხვდება და არც მასთან თანამშრომლობას გამორიცხავს.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ხოშტარიასთან თანამშრომლობა მისთვის აბსოლუტურად მისაღებია და ამაზე აუცილებლად იფიქრებს.

„ყველა პოლიტიკოსს აქვს საკუთარი გზა, საკუთარი გადაწყვეტილებები, წარმატებას ვუსურვებ ელენე ხოშტარიას, „ევროპულ საქართველოსაც“. მე ელენესთან არ მქონია საუბარი და ვფიქრობ, ნამდვილად საჭიროა ქვეყანაში ახალი მძლავრი გაერთიანების ჩამოყალიბება იმ პოლიტიკური პარტიების ბაზაზე, ვინც კონკრეტული შედეგი აჩვენა ამ არჩევნებზე და იმ დამოუკიდებელი ფიგურების ბაზაზე, რომელთაც ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი როლი შეუძლიათ შეასრულონ ქვეყნის განვითარებაში. არ მქონია კონსულტაცია, მაგრამ რა თქმა უნდა შევხვდები მას და ყველას ვესაუბრები ამ საკითხებზე. ჯერ ვნახოთ ელენე რას აპირებს, რა გზას ირჩევს, დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს. ზოგადად, მასთან თანამშრომლობა ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია და ამაზე აუცილებლად ვიფიქრებ“, – განაცხადა ვაშაძემ.

იტვირთბა....