aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მაქვს ინფორმაცია, რომ ხელისუფლება ზაფხულამდე განიხილავს ლოქდაუნს”- არჩილ გამზარდია

aviabiletebi
ავიაბილეთები

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოცალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ქვეყანაში დაწესებული “ლოქდაუნის” შესაძლო გაგრძელებაზე წერს.

როგორც გამზარდია წერს, მას აქვს ინფორმახცია, რომ  მთავრობაში აღნიშნულ საკითხზე მიმდინარეობს მუშაობა.

“როდესაც ვწერ, რომ ხელისუფლება ზაფხულამდე განიხილავს ლოქდაუნს ე.წ. წერტილოვან შეზღუდვების სახელით, პირველ რიგში, რომ მაქვს გარკვეული ინფორმაცია, რაზე მიდის მუშაობა მთავრობაში, მეორე რომ ამას ინფორმაციაც კი არ სჭირდება, ოფიციალური ინფორმაცია, ელემენტარული არითმეტიკა და ლოგიკა საკმარისია.

მაგალითად, გამყრელიძე ამბობს, რომ თუ გვექნება სრული ლოკდაუნი (როდესაც ავტომობილით გადაადგილებაც კი აკრძალულია, პლუს სხვა დანარჩენი სრულად აკრძალულია) რამდენიმე კვირის მანძილზე, შემდეგ კი კვლავ აქტიური “წერტილოვანი შეზღუდვები”, ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზით, მაისისთვის რამდენიმე ასეულ შემთხვევაზე ჩამოვალთო.

რამდენიმე ასეული შემთხვევის პირობებში თქვენ ფიქრობთ, რომ ხელისუფლება გახსნის ყველაფერს? მაგ. ტრანსპორტს, სარესტორნო ბიზნესს, ბაზრობებს, ტურიზმს და ა.შ. ? – ცხადია, არა, რადგან ამის საფუძვლად აღმოჩნდება თუნდაც ყველაზე ოპტიმალური შედეგით გათვლილი მაჩვენებელი.

ამას შემდგომ ან დასჭირდება კვლავ სრული ლოქდაუნი, ასე ვთქვათ, “სწრაფი” კლებისთვის, ან არსებითად “წერტილოვანი შეზღუდვები” უფრო ხაგრძლივი ეფექტისათვის.

სოციოლოგიაში არსებობს დინამიკაში დაკვირვება, სადაც დროისა და მაჩვენებლების შედარებითი ანალიზით ხდება იმის წინასწარ პროგნოზირება, არსებული დინამიკით, ამა თუ იმ შედეგს დაახლოებით რა დრო დასჭირდება.

სწორედ მსგავსი პრინციპის მომიზეზებით იხელმძღვანელებს ხელისუფლება და პროცესს სხვადასხვა მოტივებით მინიმუმ ზაფხულამდე წაიყვანს, თუ ამაზე არ შეხვდება აქტიური საზოგადოებრივი წინააღმდეგობა, რაც ერთადერთი პირობაა ხელისუფლების გეგმების შეცვლის.
რადგან მსგავსი აკრძალვები სრულად წარუმატებელი სტრატეგიაა ჩვენს პირობებში, თუ დავუმატებთ ამას თან პოლიტიკურ მდგენელს, ცხადია, ხელისუფლების მსგავსი ზრახვის საწინააღმდეგო მხოლოდ წინააღმდეგობა შეიძლება იყოს, ამაზეც ხდება ხელისუფლებაში მზადება, განსაკუთრებით ოპოზიციასთან მიმართებაში. აქ არაერთი ასპექტი ერთად იყრის თავს.
ხელისუფლებამ წინასწარვე იცის, რომ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ეკონომიკური თვითბლოკადის გამოცხადება უმძიმეს შედეგებს მოიტანს და ამისათვის უკვე ემზადება, რადგან უახლოეს პერიოდში და მომავალ წელს არაერთი მილიარდის ვალის აღებას აპირებს, რითიც საგარეო ვალის ნიშნული უკვე გადაკვეთავს დაშვებულ ზღვრულ ნორმას და კიდევ უფრო მეტად მიუახლოვდება ქვეყნის გაბანკროტების ზღვარს,”- წერს არჩილ გამზარდია.

ცნობისთვის, აღნიშნულ ინფორმაციას უკვე გამოეხმაურნენ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი პირები და განაცხადეს, რომ “ლოკდაუნის” გაგრძელება არ განიხილება.

იტვირთბა....